დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, მხოლოდ თურქეთში 3 380-ს აჭარბებს. ასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლია სირიაშიც, სადაც 1 290-ზე მეტი ადამიანია სტიქიის შედეგად დაღუპული.

ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ – ქეთი ჩოხელი პირდაპირ ეთერში.