დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად  დღეს რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, moh.gov.ge-ზე და ელექტრონულ პორტალზე, daxmareba.moh.gov.ge.

პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე მის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და მობილური ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის გავლა პირველ დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, დახმარებები კი სექტემბრიდან გაიცემა.