უკიდურესად შეჭირვებული რუსთაველები სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტებს მიიღებენ. 700-ზე მეტ ოჯახს დახმარება ბიზნესმენებისა და საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით, მათივე შემოწირულობის საფუძველზე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ეგიდით გადაეცემა.
სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები მკაცრად განსაზღვრული კატეგორიებისთვის გაიცემა და მათ „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებული მოხალისეები დაარიგებენ. შეჭირვებული ოჯახების დახმარება რუსთავის მერიასთან ერთად გაგრძელდება.