ამ დრომდე უცნობია იმ გემის ადგილსამყოფელი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება.
დამსაქმებელი კომპანია „იალქანი“ გემის შესახებ ახალ ინფორმაციას არ ფლობს. ერთ-ერთი ვერსიით, გემი შესაძლოა მეკობრეებმა გაიტაცეს. ხომალდით დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში დიზელის საწვავი გადაჰქონდათ.
გემის ეკიპაჟის 19 წევრიდან 17 ბათუმელი მეზღვაურია, ორი კი რუსეთის მოქალაქე. გემზე დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომელთა ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.
მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ბათუმიდან.