რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება. აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა. გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთმა, შესაძლოა ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია. როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.