ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

დიზელის საწვავის ხარისხის შემოწმების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 120 სინჯის აღება.

პროცესი შესამოწმებელი ობიექტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარდება. იმ შემთხვევაში თუ დიზელის საწვავი არ დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებს, მისი რეალიზატორი კომპანია რვა ათასი ლარით დაჯარიმდება.