დაკავებული პოლიციელის საქმე

პოლიციის თანამშრომელს, რომლის გასროლასაც ქალაქ ფოთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ჭაბუკა ლემონჯავას გამოძიება გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ ოცი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.