დაკავება ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დგინდება, რომ 30 ნოემბერს, დაკავებული მის ყოფილ მეუღლეს იარაღის მუქარით თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის დაუყოვნებლივ გადახდას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება მოსთხოვეს, რის საპასუხოდაც მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით გაისროლა.
ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს. დაკავებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.