მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან გამოძიებას კითხვები აქვს.
მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია, შვიდმა საჯარო მოხელემ კი სასამართლო დარბაზი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. დავის საგანია მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მარტვილის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მიწა უკანონოდ მიითვისა, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებაში კი მერიას დაქვემდებარებული ერთ-ერთი კომისიის წევრები დაეხმარნენ. სუსის ინფორმაციით, შედეგად სახელმწიფომ 8 000-მდე ლარით იზარალა.