დაკავება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, თითქოს და, მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ, მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა დაზარალებული პირების კუთვნილ ფულად თანხებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.