ხანძარი მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მახლობლად, ტყის ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა. ფერდობზე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის. ტერიტორია სახანძრო ტექნიკისთვის მიუდგომელია. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის კერებთან, ადგილებზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.