ინფრასტრუქტურული პრობლემები მარტვილის მუნიციპალიტეტში

ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის მცხოვრებლები.

სოფელთან დამაკავშირებელი გზა ამორტიზებულია. მსუბუქ ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი. თამაკონის ამბულატორიაში არსებული ვითარება კი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

არის თუ არა მუნიციპალიტეტში ამ პრობლემების მოგვარების გეგმა და შესაბამისი თანხა, – საკითხი ნატო ბერულავამ გაარკვია.