დაკავების მორიგი ფაქტი საოკუპაციო ზოლთან. რუსმა სამხედროებმა ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე ნიქოზთან, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.
როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, ორივე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სპეციალურ მედიკამენტებს საჭიროებენ.