ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი

პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ნიქოზი ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

საოკუპაციო ხაზთან საკმაოდ ახლოს მდებარე სოფელში ღონისძიებისთვის აქტიური მზადება უკვე დაწყებულია. რიგით მეთერთმეტე ფესტივალზე საკუთრ პროგრამას ათამდე ქვეყანა წარმოადგენს, მათ შორის მაყურებელი ოთხ მოკლემეტრაჟიან სადიპლომო და ხუთ სადებიუტო ქართულ ნამუშევარს იხილავს.