ფინანსური დავის მოგვარების მცდელობა ე.წ. კანონიერი ქურდების დახმარებით – შსს დანაშაულებრივ სქემას გახსნილად აცხადებს.
ბრალდებულების დაკავების ოპერაცია სამ ქალაქში ჩატარდა. ხუთ პირს ე. წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. საქმეში ფიგურირებს სამი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი. გამოძიება ბრალდებას ფარული მასალებითაც ამყარებს.