აღკვეთის ღონისძიება

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ცამეტივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს სხდომათა დარბაზში პოზიციები არ დაუფიქსირებიათ და  დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარე საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი, 10 ივნისს დააკავა. ე.წ. კანონიერ ქურდს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.