ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულია ექვსი პირი

ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით შსს-მ ექვსი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“მინდია გორაძემ, იგივე ლავას ოღლიმ და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს ე.წ. მაყურებლის სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. ქურდული საერთოს შეკრების ორგანიზება დაავალეს.

თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გიორგი ფოლადაშვილის დედას გადაერიცხა.

დაკავებულების ბინების ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ქურდული საერთოს სია. ასევე, ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.