კანონიერი ქურდების დაკავების ოპერაცია

გროვდებოდა თუ არა წალკის სოფლებში ე.წ. ქურდული საერთოსთვის თანხა. ე.წ ობშიაკებში წილის გადახდა, გამოძიების ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასაც უწევდა. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს. მათ აღმკვეთ ღონისძიებად, პატიმრობა უკვე შეეფარდათ, თუმცა, გადაწვეტილებას არ ეთანხმებიან ადვოკატები.

ბრალს არ აღიარებს არც ერთი დაკავებული. რომელ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ჰქონდა კავშირი საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს და რა სქემით მოქმედებდა ის თურქეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ. გიორგი კობერიძე დეტალებით.