სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი დააკავეს

სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პირებს კავშირი ჰქონდათ ეგრეთწოდებულ კანონიერ ქურდებთან და ისინი ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. საქმის დეტალებს უფრო ვრცლად, გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.