ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო, ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართა.

ქურდული გარჩევის შედეგად, ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ფინანსური დავა მის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით 200 000 დოლარის გადახდა დააკისრეს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.