დაკავება ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

ფინანსური დავის ქურდული წესებით გარჩევა კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით: დაკავებულია შვიდი ადამიანი, რომლებსაც ქურდულ სამყაროსთან კავშირებს ედავებიან.

საქმის ფიგურანტ კიდევ ორ პირს კი საქართველოში არყოფნის გამო ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. გამოძიების მასალების მიხედვით, დავა ყალბ ოქროს მონეტებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად დაიწყო, ორ ქვეყანაში მიმდინარე გარჩევებში უცხოეთში მყოფი სამი ე.წ. კანონიერი ქურდი, მათ შორის „ლავასოღლიც“ მონაწილეობდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მსგავსი სახის დავებში ეს კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა.