ლავასოღლის ადვოკატის განცხადება

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა ბელარუსში უკვე გაგაზავნილია, თუმცა პროცედურა ფერხდება.

აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოატმა ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი, ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის ბრალდებული საქართველოში არ იმყოფებოდა და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2018 წლიდან 2020 წლის 20 ივნისამდე თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა, დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.