საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი "კანონიერი ქურდი" და კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული

საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენლის განცხადებით, სპეცოპერაცია ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში –  ე.წ. კანონიერი ქურდი, ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად ლაშა რუსთავსკი; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად სიუ; საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. კანონიერი ქურდები: ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად ნოდო გლდანსკი და მერაბ ასანიძე, მეტსახელად ჩიკორა, არიან დაკავებული.

გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცებები. დაკავებულებს შორის არის მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ.  დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.