დაკავება „ქურდული სამყაროს წევრობის” ბრალდებით

დაკავება “ქურდული სამყაროს წევრობის”, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა” და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურასთან ერთად ოთხი ადამიანი აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის მოგვარების მიზნით თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიას მიმართა, თურქეთში მყოფ კიდევ ერთ კანონიერი ქურდს დავაში მონაწილე მეორე მხარემაც მიმართა.

მხარეებს ქურდული სამყაროს წევრებმა ფინანსური დავა ქურდული გარჩევის გზით განიხილა და მოდავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს რაც 3-7 წლამდე, 7-10 წლამდე და 9-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარალელურად, შსს-მ ესპანელ სამართალდამცავებთან ერთობლივი მუშაობით კიდევ ორი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. სპეცოპერაცია ესპანეთის ქალაქ მარბეიაში ჩატარდა, 11 დაკავებულიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.

დატოვე კომენტარი