მეუღლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული პირია დაკავებული. ის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანის მცხოვრებია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება, 126-ე პრიმა მუხლით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.