„დაკარგული წიგნები“ - ანტონ ფურცელაძე - „მაცი ხვიტია“ - მეექვსე სერია

ანტონ ფურცელაძემ ზუსტად ამოიცნო საქართველოს შავ დროებათა სურათები და მის წიგნში მაცი ხვიტიას შესახებ , ღიადაც და შეფარვითაც გადმოსცა მათი ხასიათი. თავად მაცის დამარცხება კი, თითქოს შეუძლებელია, თუმცა ყველაფერი ხელახლა იწყება.

აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

ანტონ ფურცელაძის რომანი „მაცი ხვიტია“ საუკუნენახევრის წინათ გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“.

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ანტონ ფურცელაძე სამ წელიწადს მსახურობდა სამეგრელოში გამომძიებლად და რომანი იქედან დაბრუნებულმა გამოაქვეყნა.

ეს იყო პირველი რომანი ძველი ოდიშის შესახებ და პირველი რომანი აბრაგის ცხოვრებაზე. მერედამერე, წიგნს გამოუჩინეს ლიტერატურული ნაკლოვანებები და დაიწუნეს ავტორის თავისუფალი მოპყრობაც ისტორიასთან, თუმცა მასში დღემდე ცოცხალია ანტონ ფურცელაძის მიერ ნაგრძნობი სურათი პატიოსანი და მამაცი წყვილის ჭიდილისა პირქუშ დროებასთან და ყოველმხრივ ძალმომრეობასთან.

აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები