„დაკარგული წიგნები“ - ანტონ ფურცელაძე - „მაცი ხვიტია“ - მესამე სერია

აბრაგი და ყაჩაღი, ღირსება და შურისძიება სიყვარულის პირისპირ. მაცი ხვიტია ყაჩაღთა გარემოში და ომარ მარღანიას გამოჩენა, ვისი შიშითაც ძრწოდნენ სამურზაყანო და ოდიში.

 

აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

ანტონ ფურცელაძის რომანი „მაცი ხვიტია“ საუკუნენახევრის წინათ გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“.

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ანტონ ფურცელაძე სამ წელიწადს მსახურობდა სამეგრელოში გამომძიებლად და რომანი იქედან დაბრუნებულმა გამოაქვეყნა.

ეს იყო პირველი რომანი ძველი ოდიშის შესახებ და პირველი რომანი აბრაგის ცხოვრებაზე. მერედამერე, წიგნს გამოუჩინეს ლიტერატურული ნაკლოვანებები და დაიწუნეს ავტორის თავისუფალი მოპყრობაც ისტორიასთან, თუმცა მასში დღემდე ცოცხალია ანტონ ფურცელაძის მიერ ნაგრძნობი სურათი პატიოსანი და მამაცი წყვილის ჭიდილისა პირქუშ დროებასთან და ყოველმხრივ ძალმომრეობასთან.

აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები