ორი კვირა მიწის ქვეშ – ტაილანდში ამ დრომდე ცდილობენ ბავშვების და მათი მწვრთნელის გადარჩენას.
მდინარის ადიდების გამო გამოქვაბულში ჩარჩენილი ადამიანებისთვის ჟანგბადის მიწოდების შემდეგ ერთ-ერთი მოხალისე-მაშველი დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციის სირთულის და მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა ბავშვების გადარჩენის ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორისაა წყლის დონის დაწევამდე გამოქვაბულში საკვები პროდუქტების გაგზავნა. მდინარის დონე კი, სავარაუდოდ, 4 თვეში დაიწევს, რადგან ტაილანდში ახლა წვიმის სეზონია.