დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს

რა გახდა ორი ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. „ბაუჰაუს“ თანამშრომლების ცხედრები მდინარე მტკვრიდან მაშველებმა რამდენიმე საათიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.

ორ ახალგაზრდას სამართალდამცველები 15 აგვისტოდან ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდების ცხედრები მტკვარში იმ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ისინი მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აწარმოებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, საქმე გადაკვალიფიცირდეს.