დაღუპული პაციანტი ციციშვილის სახელობის კლინიკაში

ექიმების განმარტებით ციციშვილის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი 11 წლის გოგონას  თავდაპირველი  დიაგნოზი ფილტვების ანთება, ვირუსული მონონუკლეოზი და დაუზუსტებელი ეპილეფსია იყო. ექიმების თქმით, მოზარდის მდგომარეობა მოგვიანებთ დამძიმდა და საჭირო გახდა ბავშვის გადაყვანა რეანიმაციაში, თუმცა პაციენტს ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი განუვითარდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. მათივე თქმით, პაციენტის მკურნალობა სახლში, სხვადასხვა ანტიბიოტიკით მიმდინარეობდა და საავადმყოფოში ის გართულებების შემდეგ შეიყვანეს.

ბავშვის გარდაცვალების ფაქტი კლინიკაში გუშინ დაფიქსირდა.