რუსეთიდან ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება.
„გოსფილმოფონდიდან“ ამჯერად შვიდი ფილმი ჩამოიტანეს. ქართულ მხარეს 20-30 და 70-იან წლებში გადაღებული ნამუშევრები გადასცეს.
ქართული დელეგაცია რუსულ საცავებში შენახვის პირობებს, ასევე ფილმების რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო.
შემოწმდა უნიკალური ნამუშევრების ორიგინალების მდგომარეობა.
ჩამოტანილ მემკვიდრეობას ციფრულ მატარებლებზე გადაიტანენ.