რეტროსპექტივა „ქართული კინო 1920-1930“

ქართული კინომემკვიდრეობა ერთ სივრცეში – ეროვნული არქივის კინოდარბაზი იმ ფილმების რეტროსპექტივას დაეთმობა, რომელთა შექმნით საქართველოში ქართული კინოს ისტორიის ათვლა დაიწყო. 1920-30-იანი წლების უნიკალური ნამუშევრები რუსეთის ფილმსაცავიდან ჩამოიტანეს და აღადგინეს. ოთხი კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელთა დიდი ნაწილი საზოგადოებას ნანახი არ აქვს.

საუბარია 100 წლის და უფრო ძველ კინოსურათებზე. რუსეთიდან ჩამოტანილი ფილმების რესტავრაცია და ციფრულ ფორმატში გადაყვანა ცოტა ხის წინ დასრულდა. აღდგენილ და აქამდე ნაკლებად ცნობილ ფილმებს მაყურებელი დღეიდან 24 დეკემბრამდე, ეროვნული არქივის კინოთეატრში ნახავს.