თბილისის სტუდენტური კინოფესტივალი

თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს.

საქართველოსთან ერთად საკუთარ ნამუშევრებს კიდევ 20-მდე ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები წარმოადგენენ. საკონკურსო სექციაში წარდგენილი ფილმების რაოდენობის და შინაარსის გათვალისწინებით კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

დებიუტანტი ქართველი და უცხოელი რეჟისორების კინონამუშევრებიდან საუკეთესოებს ფესტივალის ჟიური ექვს კატეგორიაში გამოავლენს. თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 27 ივნისს დაიხურება.