დაბრუნებული კინომემკვიდრეობა

რუსეთიდან ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება.

გოსფილმოფონდიდან“ ამჯერად შვიდი ფილმი ჩამოიტანეს. ქართულ მხარეს 20-30 და 70-იან წლებში გადაღებული ნამუშევრები გადასცეს.

ქართული დელეგაცია რუსულ საცავებში შენახვის პირობებს, ასევე ფილმების რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო.

შემოწმდა უნიკალური ნამუშევრების ორიგინალების მდგომარეობა.

ჩამოტანილ მემკვიდრეობას ციფრულ მატარებლებზე გადაიტანენ.