„აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა კინოინდუსტრიისთვის

„აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება.

პროგრამა ადგილობრივ კინოინდუსტრიასაც დააფინანსებს. იგულისხმება იმ რეჟისორების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებსაც საკუთარი ფილმების საერთაშორისო ფესტივალებზე გატანა სურთ. შესაბამისი ფინანსების არ არსებობა კი ამ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი არაერთხელ გამხდარა.

ქართული კინემატოგრაფიის ხელშეწყობის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, რომლებსაც ახლა მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს.