არ არის გამორიცხული, სამედიცინო დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლებლების ეზოებში მოწევა დასაშვები გახდეს. ამ ცვლილებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. საბოლოო კენჭისყრა პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
მანამდე, რითი ხსნიან ცვლილების აუცილებლობას ინიციატორები და დღეს რამდენად სრულდება არსებული შეზღუდვა – მარიამ აფციაური დეტალებით.