სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში

საქართველოს უნივერსიტეტებში დაწესებული სასწავლო პროცესი დღეიდან ნაწილობრივ აღდგა. თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი ისევ დისტანციურად წარმართავენ.

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრაქტიკულ-ლაბორატორიული კომპონენტის გადავადების შესაძლებლობას ნოემბრის ბოლომდე განიხილავენ. მიზეზი მობილობის გაზრდის შედეგად მოსალოდნელი რისკია.