ცვლილებები უმაღლესი განათლების პროგრამებზე

ცვლილებებია უმაღლეს სასწავლებლებში.

რამდენიმე მიმართულებაზე სამაგისტრო პროგრამა ორის ნაცვლად ერთწლიანი გახდება. თუმცა, თუ სტუდენტს სადოქტორო პროგრამის გაგრძელება სურს, მას მაგისტრატურის ორწლიანი კურსის გავლა მოუწევს. სიახლეა საბაკალავრო პროგრამებშიც. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება გახდა უნივერსიტეტების პირველი მიმართულება, სადაც უმაღლეს სასწავლებლებს სურვილისამებრ სასწავლო პროცესის ოთხიდან სამ წლამდე შემცირება შეუძლიათ. მომავალში ანალოგიური ცვლილება სხვა ფაკულტეტებზეც გავრცელდება. გადაწყვეტილების მიზეზად საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება სახელდება.