„ლელოს“ განცხადება

„ლელო“ მთავრობას მოუწოდებს, შეწყდეს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, სწავლების აღდგენა „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევებს გაზრდის.

გარდა ამისა, სურგულაძის თქმით, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა გამოცდები 31 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს ჩაინიშნა, რის გამოც რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ. ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილმა, მაგალითად, გერმანიამ მაღალი რისკის გამო, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ყველაზე ბოლოს აღადგინა.