ავტობუსების და მიკროავტობუსების ნაწილს, შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესდეს.
სპეციალური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თბილისის მერია ახალ სატრანსპორტო სქემაზე მუშაობს. გეგმაშია გრძელი სამარშრუტო ხაზების შემცირება, ასეთ შემთხვევაში კი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ტრანსპორტის ორჯერ გამოცვლა მოუწევთ.
გადაწყვეტილების მიღებამდე და ახალი სისტემის დანერგვამდე მოქალაქეებს ერთადერთი კითხვა აწუხებთ – მოახდენს თუ არა ახალი მოდელი მგზავრობის ფასზე გავლენას.