ახალი ავტობუსები დედაქალაქისთვის

მიუნხენიდან თბილისში ახალი ავტობუსები იგზავნება.

„მანის“ წარმოების თანამედროვე 18-მეტრიანი სატრანსპორტო საშუალებები დედაქალაქს ეტაპობრივად გადმოეცემა. თბილისის მერიამ 160 ავტობუსი იყიდა, მათ შორის 50 ქალაქში უკვე იანვრიდან გამოჩნდება. წინასწარ განსაზღვრულია ის მონაკვეთებიც, სადაც ავტობუსები იმოძრავებს. „მანის“ ფირმის სატრანსპორტო საშუალებები თბილისის ავტობუსების პარკისთვის ახალი არ არის, თუმცა ამ მოცულობის და სიგრძის ავტობუსები დედაქალაქში მგზავრებს პირველად მოემსახურება.