ფართოვდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების სია, რომლებიც სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.
ხელფასზე ყოველთვიურ 35%-იან დანამატს პედაგოგებთან ერთად სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ. სიაში მოხვდებიან ბაღების აღმზრდელები და სხვა თანამშრომლებიც.
კანონში შესატანი ცვლილების საკომიტეტო განხილვები პარლამენტში დღეიდან დაიწყო.