ახალი სასწავლო წელი და სიახლეები სკოლებში

პანდემიური შეზღუდვების შემდეგ სკოლები დიდი ალბათობით ჩვეულ სასწავლო რეჟიმს უბრუნდებიან.

სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და ჯანმო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბავშვები კლასებში ისწავლიან და სავარაუდოდ, არც ჰიბრიდული რეჟიმის შენარჩუნება იქნება საჭირო. სიახლეები მზადდება თითქმის ყველა კლასის სასწავლო პროგრამაში. პირველკლასელებისთვის სავალდებულო ხდება ჭადრაკის გაკვეთილები, ამ მიზნით 4 000-მდე პედაგოგის გადამზადება მიმდინარეობს.