ტენდერები სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტისთვის

80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება. ეს პრემიერის ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება. აღინიშნა, რომ მიზანი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. პროექტის ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.