საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი სისტემა ამოქმედდება.
პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ჯიარდის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი ყველა კლინიკაში მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისს ერთი და იმავე ფასად მიიღებს. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გამოყოფის მთავარი განმსაზღვრელი გარემოება კი მოქალაქისთვის დასმული დიაგნოზი, ასაკი და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა იქნება. ამ მოდელის მიხედვით, საავადმყოფოს პაციენტისთვის დამატებითი ხარჯების გაწევის მოთხოვნა ეკრძალება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი მოდელის ამოქმედების მთავარ მიზნად მოქალაქეების მხრიდან თანხის დამატებით გადახდის პრევენციას აცხადებს. კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვას მიესალმებიან.