ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლი

პრობლემა, რომელიც კოვიდ-პანდემიის შემდეგ საავადმყოფოებში კიდევ უფრო გამწვავდა.

ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი კლინიკებში რამდენჯერმეა მომატებული. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი თბილისის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფოს ჰოსპიტალური ნაწილის დროებით დახურვის მიზეზიც. 120 სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შემდეგ საგანგაშო დასკვნა ჯერ კიდევ თვეების წინ დაიდო, რის შემდეგაც ინფექციების კონტროლის გამკაცრება დაანონსდა. გაიზარდა კლინიკების მონიტორინგის პერიოდულობაც. პროცესში ქართულ მხარეს დახმარებას ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც ეხმარება. ორგანიზაციებმა ქვეყანას 600 000 დოლარის ღირებულების მასალები და მოწყობილობები გადასცეს, რომელიც ინფექციების პრევენციისთვის 1 000-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილდება.