თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მერია ახალი ინიციატივებით გამოდის.
დედაქალაქის მერის გეგმა ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას და საწვავს უკავშირდება. განსაკუთრებული აქცენტი ქართულ ბაზარზე შემოტანილი დიზელის საწვავზე კეთდება, რომელიც, კვლევების მიხედვით, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. დიზელი, რომელიც საქართველოში იყიდება, განვითარებულ ქვეყნებში მოხმარებული დიზელის ხარისხობრივ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება.