კოვიდ-19 – ვირუსი, რომელმაც პლანეტის მოსახლეობა თითქმის ერთი წლით სახლში გამოკეტა, ჯერ წასვლას არსად აპირებს, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების პირველი იმედი ვაქცინამ გააჩინა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, 8 დეკემბერს, ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის ქალი იყო პირველი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს. ვაქცინაციის პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანაში. პრეპარატის პირველ პარტიას მარტიდან ელოდება საქართველოც. მანამდე ვირუსთან თანაცხოვრება გრძელდება და კოვიდ-19-თან ბრძოლის მთავარ იარაღად ისევ პირბადე და სოციალური დისტანცია რჩება.