საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებული ხუთი პირის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ამ საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.
ორ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ, სამ პირს კი, მათ შორის ცოტნე გამსახურდიას მეგობარს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
რომელ საათზე დაიწყება პროცესი და რა მოლოდინი აქვთ ადვოკატებს – მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.