„მეტი უსაფრთხოებისთვის“, – „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, სემეკ-ის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ენერგო ომბუდსმენმა მიიღეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე გამოსცადეს ტრაგედიები. მათ ჟურნალისტებს უამბეს, თუ რა მძიმე პერიოდი გადაიტანეს იმის გამო, რომ არ გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგი მოიტანა.
CO-თი მოწამვლის სტატისტიკა კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთია: 64 გარდაცვლილი და 194 მოწამლული.
გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, თუმცა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანია მანამ გაგრძელდება, სანამ უბედური შემთხვევების რიცხვი ნულამდე არ დავა.